in

ნოტინგემმა სტივ კუპერს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა!

შარშან ამდროს, “ნოტინგემ ფორესტს” 109 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი სტარტი ჰქონდა. გუნდს 7 ტურის თავზე 1 კინკილა ქულა ჰქონდა მოპოვებული და პრემიერ ლიგაში აღზევებას ვინ სჩივის, ოღონდ არ გავვარდეთ და მეტი არაფერი გვინდაო- გაიძახოდნენ გარიბალდიანები.

შემდეგ მოვიდა სტივ კუპერი და საოცრებაც დაიწყო. გუნდი პლეი ოფში გავიდა და ფინალში, 29 მაისს, “უემბლიზე” კარლოს კორბერანის “ჰადერსფილდ თაუნი” 1:0 დაამარცხა და 23 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა.

რეალურად, წითლების პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მოთამაშეები, რომლებმაც “ფორესტის” წარმატება განაპირობეს, ძირითადად, იჯარით იყვნენ მოსულები და მათ ჩანაცვლება სჭირდებოდათ, შესაბამისად, ევანგელოს მარინაკისმა 22 ახალი სახე გამოაჩინა.

სეზონის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა, გუნდი 4 ქულით ცხრილის ფსკერზეა და ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული, მაგრამ სტივ კუპერი არის მწვრთნელი, რომელმაც ბრაიან კლაფს აჯობა – მან პირველივე სეზონში მოახერხა გუნდის ელიტაში აღზევება…

ჰოდა, ამ ამბავში საკვირველი არაფერია. აბა ჰკითხეთ, “ნოტინგემის” ქომაგებს თუ სურთ კუპსის გუნდიდან წასვლა?!

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს შეუტევს!

დღეში 10 ათასი: ფიფა კლუბებს 200 მლნ დოლარზე მეტს გადაუხდის