in

მამუკელაშვილის 7 ქულა იუტასთან და მარტივი გამარჯვება

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებას სანდრო მამუკელაშვილი იცავს, პრესეზონის მორიგი მატჩი შინ “ოკლაჰომა სიტისთან” ჩაატარა და მეტოქე 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა-130:110. 22 წლის ქართველი კალათბურთელი, წინა შეხვედრასთან შედარებით, სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა და ნაკლები სათამაშო დროც მიიღო, თუმცა 20:03 წუთში 7 ქულის, 2-2 პასისა და მოხსნის მოგროვება მოასწრო.

მამუკელაშვილმა ერთი სამქულიანი ტყორცნა და ისიც ზუსტად, მისი 4 ორქულიანიდან კი შედეგიანი 2 აღმოჩნდა. ქართველ კალათბურთელს ერთი მოხსნა შეტევაში ჰქონდა, ერთიც დაცვაში. ამასთან, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ კი დაჯარიმდა.

“მილუოკი ბაქსი” პრესეზონის მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, სტუმრად “იუტა ჯაზთან” გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი იტალიაში-4 ოქრო და 1 ბრინჯაო

ბასილაშვილმა ინდიან უელსი გამარჯვებით გახსნა