საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის გამო, ახლა სერბეთის სახელით გამოდის, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე მილად ალირზაევი 4:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ ლაშა გობაძეს 2:1 აჯობა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვთან პრობლემების გარეშე, 5:1 მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings