საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს ერთი ვერცხლის მედალი ლერი აბულაძემ, ორი ბრინჯაო კი, ლაშა გობაძემ და რამაზ ზოიძემ მოიპოვეს.
ასევე, ბრიჯაოს მედალი მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ზუგზარ წურწუმია კი, ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თავისუფლებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. თავისუფალ სტილში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი დაისაკუთრა – 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი) და 2 ბრინჯაო (ნიკა კენჭაძე და ზურაბ იაკობიშვილი).
GIPHY App Key not set. Please check settings