პსჟ-ს თავდამსხმელმა ლეო მესიმ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების სიის წარდგენის შემდეგ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ამ პრიზის მისაღებად ღირსეულ კანდიდატებად მიიჩნევს.
„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი ცნობილია: ნახე სია
„ჩემს გუნდში ორი ისეთია, ვისაც მარტივად მივცემდი ხმას: ნეიმარი და მბაპე. მერე რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ბრწყინვალე წელი ჩაატარა და ქარიმ ბენზემა – ის შესანიშნავი იყო“, – მოჰყავს მესის სიტყვები L’Equipe-ს.
თავად მესი „ოქროს ბურთის“ 6-გზის მფლობელია, რაც რეკორდია. ისე, არგენტინელი წელსაც უმიზნებს ამ ჯილდოს, მან სანაკრებო დონეზე კოპა ამერიკა მოიგო და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.
პრიზებს 5 დეკემბერს, პარიზში ჩამოარიგებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings