in

ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ლაშა ბექაურისა და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავები გაიხსნა

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს – ლაშა ბექაურსა და ლაშა ტალახაძეს ვარსკვლავები გაუხსნეს.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ქართველი სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და მოვიპოვე ეს ოლიმპიური ვარსკვლავი. თავიდან, სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდი, როცა აქ მოვედი, რაღაც მიუწვდომელი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლე დროში მოვახერხე და ჩემი სურვილი ასრულდა. როგორც აქამდე ვთქვი, ვეცდები, რომ ის 4 ოლიმპიური ოქრო მოვიგო, რაც რეკორდისთვის არის საჭირო. ვარჯიში უკვე განვაახლე, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და 3 წელში ისევ ოლიმპიადა იქნება, სადაც ვეცდები, რომ ჩვენი ხალხი კიდევ გავახარო”, – თქვა ლაშა ბექაურმა.

ამასთან, შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშები მოიგო (2016 და 2021 წლებში).

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-მონაწილეთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

შეგახსენებთ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ლაშა ტალახაძემ კი, ძალოსნობის ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში მეორედ მოპოვებულ ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ინდიან ველსის ტურნირზე განთესილი იქნება

დებიუტისთვის გიორბელიძე საკმაოდ კარგი იყო: დრეზდენის დინამოს მწვრთნელი