უეფამ ბერლინში ევრო 2024-ის ბრენდი, ლოგო და სლოგანი წარადგინა.
უეფამ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა ევროპის რუკაზე, რომელზეც უეფას წევრი ქვეყნებია გამოსახული, ყირიმი უკრაინის ტერიტორიად წარადგინა.
“შესაძლოა არ იცის ხალხმა გეოგრაფია” – ასე გამოეხმაყრა რუსეთის დუმა ამ ფაქტს და დეპუტატმა დმიტრი სვიშჩევმა რეაგირების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. მატჩები 10 ქალაქში ჩატარდება. ესენია: ბერლინი („ოლიმპიაშტადიონი“), დორტმუნდი („სიგნალ იდუნა პარკი“), დიუსელდორფი („მერკურ შპილ-არენა“), მაინის ფრანკფურტი („კომერცბანკ-არენა“), გელზენკირხენი („ფელტინს-არენა“), ჰამბურგი („ფოლკსპარკშტადიონი“), კიოლნი („რაინენერგიშტადიონი“), ლაიპციგი (რედ ბულ არენა“), მიუნხენი („ალიანს არენა“), შტუტგარტი („მერსედეს ბენც არენა“).
GIPHY App Key not set. Please check settings