ხვიჩა კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე ბევრი იწერება. ამჯერად, კვარაცხელიაზე რუსულ საფეხბურეო გადაცემაში თემურ ღურწკაიამ ისაუბრა. ღურწკაია რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო აგენტია.
“ხვიჩა არავის მიჰყავს და მისი სატრანსფერო ღირებულებაც უფრო და უფრო მცირდება. “რუბინი” კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვდა, რადგან ქართველი შემტევი გაზაფხულზე ბრწყინვალე ფორმაში იყო და ყველა ამბობდა, რომ მას ნებისმიერი ინგლისური კლუბი წაიყვანდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი, ცუდად თამაშობს.
მაისში კვარაცხელია ბრწყინვალე იყო. ნაკრებში თამაშისას ესპანეთსა და საბერძნეთსაც გაუტანა. ამის შემდეგ, “რუბინში” დაიჯერეს, რომ კვარაცხელია 20 მილიონი ღირდა, 12 მილიონ ევროდ “აიაქსში” არ გაყიდეს. ახლა, ხვიჩა ძალიან ცუდ ფორმაშია. თუ შეძლებს და კარგად ითამაშებს, მისი ფასი შენარჩუნდება. 10-12 მილიონის მეტს მასში არ გადაიხდიან”, – ამბობს ღურწკაია.
GIPHY App Key not set. Please check settings