in

ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ის რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს გაეჯიბრა და 4:3 მოუგო.

იაკობიშვილმა ორშაბათს ინდოელი სუშილ სუშილი (5:2) და თურქი მუსტაფა კაია (7:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 წააგო. ვინაიდან ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა მოახერხა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც წინასწარი შეხვედრა ბრიტანელ ნიკოლაე გოიოკარუს 5:0 მოუგო, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის როგორც ვთქვით, აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს დაუპირისპირდა, რომელსაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 აჯობა და მედალს დაეუფლა.

ამგვარად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალს კი ზურაბ იაკობიშვილის გარდა ნიკა კენჭაძე (79 კგ.) დაეუფლა. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმომადგენელი ათივე წონაში ჰყავდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს თამაშს ახსნას ვერ ვუძებნი, მაგრამ მარტო მწვრთნელი არ არის დამნაშავე: მიხეილ აშვეთია

რუბინმა კვარაცხელია 12 მილიონად აიაქსში არ გაუშვა