ევროლიგამ ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა დააანონსა, რომლის მთავარი გმირებიც მოსკოვის ცსკა-ში ყოფილი თანაგუნდელები თორნიკე შენგელია და მაიკ ჯეიმსი არიან.
ფილმს, რომელიც 11 ოქტომბერს გამოვა, “გადაკვეთილი გზები” ჰქვია და როგორც აღვნიშნეთ, ევროლიგის ორ ვარსკვლავზეა გადაღებული. შეგახსენებთ, რომ შენგელია კვლავაც ცსკა-ს ღირსებას იცავს, ჯეიმსმა კი გუნდი კონფლიქტის შემდეგ დატოვა და ახლა, ფრანგულ “მონაკოშია”, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელიც მანუჩარ მარკოიშვილია.
“ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამაა: რელიგია, სამშობლო და ოჯახი. სამუშაო ეთიკა არის ის, რის გამოც იქ ვიმყოფები, სადაც ახლა ვარ. მაიკ ჯეიმსს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, სადაც არ უნდა იყოს ის. ჩვენი გზები წარსულში ბევრჯერ გადაიკვეთა და ვინ იცის, იქნებ, ეს მომავალშიც მოხდეს“, – ამბობს შენგელია ფილმის ტრეილერში.
დღეს, თოკოს დაბადების დღე აქვს: თანამედროვე ქართული კალათბურთის გამორჩეული ვარსკვლავი 30 წლის გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings