მსახიობი დანიელ კრეიგი, რომელიც მოგეხსენებათ ჯეიმს ბონდის როლს ასრულებს, პასუხობს კითხვას, შეძლებდა თუ არა „ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ამ როლის თამაშს.
– როგორ ფიქრობთ, კლოპისგან გამოვიდოდა კარგი ჯეიმს ბონდი?
– ვგიჟდები მასზე, ასე რომ, კი.
მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე შევხვედროდი კლოპს, და უბრალოდ გინდება რომ მას გაყვე. ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მსგავს ადამიანს შევხვედრილვარ. ასეთია ალექს ფერგიუსონიც, თუმცა მასზე არ უნდა ვლაპარაკობდე (კრეიგი „ლივერპულის“ ქომაგია).
კლოპი ლიდერია. ვფიქრობ, ის რაღაცით ჯობნის კიდეც ბონდს – თქვა Sky Sports -თან ინტერვიუში მსახიობმა.
GIPHY App Key not set. Please check settings