in

სოსო ჯაჭვლიანი: ვიღაცამ ტურნირის ჩაშლა მოინდომა

სამარცხვინო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში. საქართველომ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ვერ დააორგანიზა და საქართველოს ნაცვლად მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ლიეტუვა უმასპინძლებს.

დისკვალიფიკაცია მკლავჭიდელებს: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ დააორგანიზა

ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარებულიყო. ყველანაირი სამუშაო ჩავატარეთ. მაგრამ შეჯიბრამდე ერთი თვით ადრე, რაღაცები მოხდა და ვიღაცამ ტურნირის ჩაშლა მოინდომა.

მოვუწოდებ პარლამენტს შეიქმნას სპეციალური კომისია და შეისწავლოს ეს საკითხი”, – თქვა სოსო ჯაჭვლიანმა.

საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმს მსოფლიოს პირველობისთვის ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა ემასპინძლა. კოვიდ-პანდემიის გამო, ტურნირი წლეულს 17-26 სექტემბრისთვის გადაიდო, თუმცა, ქვეყანამ ეს ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პოლიტიკურ პროცესებში სრკ-ს ჩართულობა მტკნარი სიცრუეა

ოფიციალურად: იტალია და არგენტინა სუპერთასისთვის იბრძოლებენ