in

განახლებული რეიტინგი: გრიგალაშვილმა ლიდერობა გაიმყარა

ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძიუდოს პირველი ტურნირი იყო, საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ორ წონით კატეგორიაში ქართველი ლიდერობს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი მეოცეა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოწინავე სამეულშია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი კი, 29-ეა. წონას სამხრეთ კორეელი ბაულ ანი ლიდერობს. მეორე ადგილზე იტალიელი მანუელ ლომბარდოა. ოლიმპიური ჩემპიონი ჰიფუმი აბე კი, მეხუთე ადგილს იკავებს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს. ამ წონაში 34-ე ადგილს იკავებს ნუგზარ ტატალაშვილი. ალეკო მამიაშვილი 57-ე, ფრიდონ გიგანი კი 92-ეა.

81 კილოგრამწონით კატეგორიას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს.  მას კვალში ბელგიელი მატიას კასე , ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი, უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი და მონღოლი საეიდ მოლაეი უდგანან. 

90 კილოგრამში წონის ლიდერობა დათმო ლაშა ბექაურმა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგს კი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ლიდერობს.

100 კილოგრამში წონის ლიდერობა დათმო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ის მესამეა. წონას რუსი არმან ადამიანი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკაა.

+100 კილოგრამში მეექვსე ადგილი უკავია გელა ზაალიშვილს. ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გურამ თუშიშვილი მეათე ადგილს იკავებს. წონას ლუკაშ კრპალეკი ლიდერობს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: Ciao კალა – მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები არჩევნების წინ კახას ამხნევებენ

მერაბ დვალიშვილი ხუთი საფეხურით დაწინაურდა და რეიტინგში მეექვსეა