არანაირი შედარება, არა, არ გეგონოთ, რომ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდს იმ ხალხს ვადარებთ, რომლებმაც ჯამში 12 ჯერ მოიგეს ოქროს ბურთი. არსებობს სხვადასხვა სტატისტიკა და ამ მხრივ შედარება კადნიერება ნაღდად არაა.
ჰოლანდმა პრემიერლიგური კარიერა გასაოცრად დაიწყო – 6 მატჩში 10 გოლი! არნახული შედეგი, რომელიც ოდესღაც მიკი ქუინს გაუკეთებია, თუმცა როდის იყო ეს…
ჰოლანდი, რომელმაც ბუნდესლიგაში 89 მატჩი ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა.
იქამდე “ზალცბურგი” სულ 27 მატჩი და 23 გოლი. გოლი იცის…
ჰოდა, 22 წლის ჰოლანდს უკვე 14 ჰეტ-ტრიკი აქვს შესრულებული და მის ასაკში, რონალდუს ერთიც არ ჰქონდა, მესის კი ერთადერთი. მათკენ მიმავალი გზა შორია, მაგრამ რაღაცით უკვე აღემატება…
GIPHY App Key not set. Please check settings