in

ნებისმიერ ფასად: სიტის მბაპე უნდა – 25 გოლის გამტანი არ გვყავს

„მანჩესტერ სიტი“ აპირებს მადრიდის „რეალს“ გაეჯიბროს პსჟ-ს თავდამსხმელის კილიან მბაპესთვის.

ინგლისური კლუბის მფლობელი შეიხი მანსური აცხადებს, რომ ფრანგი ნებისმიერ ფასად უნდა აიყვანონ.

„სიტი“ ეცდება მბაპე უკვე ამ ზამთარს იყიდოს, როდესაც პარიზელებთან ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე ნახევარი წელი დარჩება.

გეცოდინებათ, „რეალს“ უკვე დიდი ხანია მბაპეს ყიდვა უნდა. გასულ ზაფხულს პსჟ-მ მადრიდელების ორი წინადადება უარყო.

ამ სეზონში 22 წლის ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა ლიგა 1-ის 7 მატჩში.

ამასობაში, „სიტის“ მწვრთნელმა გუნდში გამოკვეთილი თავდამსხმელების არყოფნაზე ისაუბრა: „სიტის არ ჰყავს ფორვარდი, რომელიც 25 გოლს გაიტანს. ისეთი ძალა შეტევაში, როგორც „მანჩესტერს“, „ჩელსის“ და „ტოტენჰემს“ ჰყავთ, ჩვენ არ გვყავს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისის პრემიერლიგა პაკისტანში გადადის: იგივე ფერები და მეტსახელები

ლევანდოვსკი მესი ვერ გახდა, სამაგიეროდ მიულერი გახდა რუმენიგე