in

ყოჩაღ შერმადინი: გიომ ყოფილ გუნდს 19 ქულა ჩაუგდო

კიდევ ერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ესპანეთში გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრის “ტენერიფე” ლიგა ენდესას მეორე ტურში “უნიკახა” დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 87:82 დაამარცხა. შეგახსენებთ, შერმადინი “უნიკახას” რიგებში 2017-19 წლებში თამაშობდა.

“შერმინატორი” სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:50 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგიმ 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მის წინააღმდეგ კი, მეტოქე გუნდის კალათბურთელები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +22 იყო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკოს 13 ქულა 15 წუთში: ცსკა-ს დამაჯარებელი გამარჯვება

ფოტო: ფანებმა მსაჯის მანქანა დაწვეს