ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ, ჯერაც უმუშევრადაა, საკუთარ მომავალ უზბეკურ მედიასთან ისაუბრა.
“ტყუილია, რომ ტაშკენტის “ფახთაქორს” ჩემი დაბრუნება სურდა და ასევე არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიწვევდნენ. შემოთავაზებები ნამდვილად იყო თურქული, ნიდერლანდური გუნდებიდან, მაგრამ რამდენიმეს თავიდანვე ვუთხარი უარი, რამდენიმეში სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე ვერ მივდიოდით. მათ ჩემი პირობები არ მოსწონდათ.
ამჯერად, სტამბოლში ვარ ოჯახთან ერთად, თბილისშიც ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ, ამ ეტაპზე სტაბილური საცხოვრებელი ადგილი სტამბოლში მაქვს”, – თქვა შოთა არველაძემ.
არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორში” 2017-2020 წლებში მუშაობდა და კლუბს ჯამში 5 ტიტული მოაგებინა. მანამდე ქართველი სპეციალისტი თურქულ გუნდებს: “ქაისერისპორს”, “ქასიმპაშასა” და “ტრაბზონსპორს”, ასევე თელავივის “მაქაბის” წვრთნიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings