in

მერაბ დვალიშვილი: მორაესს პატივს ვცემ, ის შესანიშნავი სტრაიკერია, მაგრამ მე ჩემი უპირატესობა მაქვს

ხვალ, გამთენიისას, ლას ვეგასი UFC 266-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. თეიქდაუნების ქართველი “მანქანა” მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მაგია მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.

“დიდ პატივისცემას გამოვხატავ მარლონ მორაესის მიმართ. ის ძალიან ძლიერი მებრძოლი, ჩემპიონია და დიდი ხნის განმავლობაში წონის პირველი ნომერიც იყო. მორაესი კარგი სტრაიკერია, ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ მე ჩემი უპირატესობების გამოყენებას ვეცდები.”

მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მეთერთმეტე ნომერია. ოქტაგონზე ჩატარებული 17 ბრძოლიდან მისი ბალანსი ასეთია-13 მოგება და 4 მარცხი. ბოლო ორ ბრძოლაში მან მსაჯების გადაწყვეტილებებით კოდი სტამანი და ჯონ დოდსონი დაამარცხა.

რაც შეეხება მარლოს მორაესს. ბრაზილიელი წონის მეექვსე ნომერია. ოქტაგონზე მას შემდეგი სტატისტიკა აქვს – 23 მოგება და 8 მარცხი.

დვალიშვილისა და მორაესის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 04:00-ზე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: მქონდა საინტერესო ვარიანტები, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ თავისუფალი ვარ

ფოტო: საწოლში ტროფეისთან – ლევანდოვსკის თასების ლოგინში ჩაწვენა უყვარს