მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში „ხეტაფესთან“ (2:1) დუბლი შეასრულა.
El Pais წერს, რომ სუარესის 78-ე წუთზე გატანილი გოლი სარეკორდო გამოდგა. ეს იყო ერთადერთი წუთი (რეგლამენტირებული 90 წუთიდან), რომელზეც ურუგვაელს კარიერის განმავლობაში არ ჰქონია გატანილი. ახლა უკვე მას თუნდაც ერთი გოლი აქვს გატანილი ყველა წუთზე – 1-დან 90+7-მდე.
ჯამში სუარესის კარიერაში 661 მატჩი, 427 გოლი და 238 შედეგიანი გადაცემაა.
GIPHY App Key not set. Please check settings