in

ჰოლოუეის ჩემთან ბრძოლის შემდეგ ყავარჯნებით მოუწევს სიარული – ქართველ ნინძას ჩემპიონთან ჩხუბი სურს

UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, ოქტაგონზე ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდეს. 33 წლის ქართველი სპორტსმენი აცხადებს, რომ ის ამერიკელზე უკეთესი მებრძოლია და თუკი მათი დაპირისპირება შედგება, ბრძოლის შემდეგ ჰოლოუეის გადაადგილება ყავარჯნებით მოუწევს. 

“ის (ჰოლოუეი) ამბობს, რომ  UFC-ში ყველაზე მაგარი მოკრივეა, ხომ? ვიცი, რომ საუკეთესო დამრტყმელი მე ვარ. ჩვენი ბრძოლა დგომში წარიმართება და პირობას გაძლევთ, მისი დასრულების შემდეგ ყავარჯნებით მოუწევს სიარული. ამ დივიზიონში მე ახალი სახე ვარ და უკვე დავამტკიცე ჩემი ბრძოლებით, რა შემიძლია. უმიზეზოდ არ ვყბედობ და არც მეოცნებე ვარ. როდესაც ვამბობ, რომ ვიღაცას დავანგრევ, ამას ვაკეთებ კიდეც”, – აცხადებს გიგა ჭიკაძე.

მაქს ჰოლოუეის ბრძოლა 14 ნოემბერს, ლას ვეგასში, მექსიკელ იაირ როდრიგესთან აქვს დაგეგმილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა: ვაკოს მეათე გოლი სეზონში

ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი აიღო: ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა