დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” რაბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის ახალი წევრები დაამტკიცეს და ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ამიერიდან, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობას ვეტერანი ბორჯღალოსანი, “ქართული ოცნების” პარტიიდან პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა იქნება.
დავით კაჭარავა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლიდან გამოდიოდა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. კაჭარავამ ბორჯღალოსანთა კვართი 122 შეხვედრაში მოირგო და 125 ქულა მიითვალა. კაჭარავამ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე (2007, 2011, 2015 და 2019) ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings