საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეაში ვერ აჩერებენ. ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” k ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში გასვლაზე “პიოჩანგს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის 49-ე წუთზე “ულსანის” რიგებში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ვაკომ 11-მეტრიანის ნიშნულიდან დაარტყა ზუსტად. მიმდინარე სეზონში ეს ვაკოს მეათე გოლია.
30 ტურის შემდეგ, “ულსან ჰიუნდაის” 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings