in

18 წლის ნინიაშვილმა Top 14-ში სადებიუტო მატჩი ითამაშა – აფრასიძე დაშავდა

“ბორჯალოსნების” 18 წლის ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა ფრანგული “ლიონის” მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა და TOP 14-ის მე-3 ტურში შეუცვლელად ითამაშა.

ლიონელებმა შინ “პერპინიანი” 47:3 გაანადგურეს, ნინიაშვილმა კი, რომელიც “ბორჯღალოსნებში” ფულბექის პოზიციაზე ირჯება, 80 წუთი გარემარბად გაატარა. ასევე შეუცვლელად ითამაშა 22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, პერპინიანელთა რიგებში კი 46 წუთი დაჰყო მინდორზე გიორგი თეთრაშვილმა.

სამწუხაროდ, გასული ტური ცუდი გამოდგა გელა აფრასიძისთვის, რომელიც “მონპელიეს” მაისურით “ტულუზასთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა, მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. თუ რამდენი ხანი გაუცდება საქართველოს ნაკრების 23 წლის 9 ნომერს, ჯერჯერობით უცნობია. მონპელიელებმა თამაში 15:17 წააგეს და ეს, მიმდინარე სეზონში მათი პირველი მარცხია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი ბოლო 5 წუთში გალიდერდა, ბარსას დაწევის შანსი აქვს – V ტური

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო