in

შენგელიამ ახალი სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო: თოკოს 7 ქულა და 9 მოხსნა

თორნიკე შენგელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო. ქართველი ფორვარდის ცსკა-მ წარმატებას VTB ლიგის სუპერთასზე მიაღწია, ფინალში კი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ტურნირის ნახევარფინალში ყუბანის “ლოკომოტივს” 91:78 სძლიეს, თოკომ კი 5 ქულა მიითვალა. ქართველი ლეგიონერი უფრო შედეგიანი იყო ფინალში, სადაც ცსკა-მ 81:73 იმარჯვა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:58 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მოსკოველებმა პეტერბურგელებზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მე-2 მაჩვენებელი იყო სერბი ნიკოლა მილუტინოვის (+14) შემდეგ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. “ზენიტის” რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ უკანახაზელ კონერ ფრენკამპს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის უხეში შეცდომა რეალთან: ღამურები ბოლო 5 წუთში დამარცხდნენ

როდის დაეშვება ბაიერნი მიწაზე, ჰაალანდიც სხვაგანაა – V ტური