საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. “ღამურები” “მესტალიაზე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან. ესპანური მედიის ცნობით, ამ მატჩში ბორდალასი ისევ 20 წლის ქართველს ენდობა. ამჯერად, გიორგის შესახებ სტატიას As.com აქვეყნებს.
“მამარდაშვილი ნოიერის თაყვანისმცემელია, თუმცა მას ტიბო კურტუას ადარებენ. გიორგი 199 სანტიმეტრი გახლავთ და მემარცხენეა. ის მადრიდელთა მეკარის კურტუას ტყუპისცალ კოშკს ჰგავს, რადგან ტიბოც ცაციაა და მასზე მხოლოდ სანტიმეტრით მაღალია. გიორგი და ტიბო ლა ლიგის კოშკები არიან. ისინი ჩემპიონატის ყველაზე ტანმაღალი მეკარეები არიან. ხვალ პერსპექტივას რეალობის წინააღმდეგ ვიხილავთ, რადგან მათ სატრანსფერო ფასებს შორის სხვაობაა: 60 მილიონი ევრო 800 ათასი ევროს წინააღმდეგ”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings