in

მარადონას შვილებმა მამის ინსტაგრამი აღადგინეს: პატივი, რომელიც დაიმსახურე

ლეგენდარული დიეგო მარადონას ინსტაგრამზე პოსტი გამოჩნდა. ეს პირველი ჩანაწერია მას შემდეგ, რაც დიეგო გარდაიცვალა.

პოსტს ურუგვაელი პუბლიცისტის ედუარდო გალეანოს ციტატა უძღვის:
„არ არსებობს ორი ერთნაირი ცეცხლი. არის დიდი ხანძრები და მცირე კოცონი. არსებობენ ადამიანები მშვიდი ცეცხლით, რომელმაც არ იცის ქარი, არიან ადამიანები გიჟმაჟი ცეცხლით, რომელიც ჰაერს ნაპერწკლით ავსებს. სულელების ჩირაღდანი არ ინთება და სინათლეს არ იძლევა. მაგრამ არის ისეთი ვნების ჩირაღდანი, რომ ვერ შეხედავ თვალების მოჭუტვის გარეშე, ხოლო თუ მიუახლოვდები, დაგწვავს“.

თავად დიეგოს შემდეგი სიტყვები ეძღვნება:
„შენს შვილებს სურთ, რათა შენი უნიკალური ცეცხლი არასოდეს ჩაქრეს. ამიტომ ჩვენ შენს სოციალურ ქსელებს აქტიურს გავხდით, რათა მათ, ვისაც უყვარხარ და შენით აღფრთოვანებულია, ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ პატივი მოგაგონ, რომელიც შენ დაიმსახურე“.

წინა პოსტი მარადონას ინსტაგრამზე 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. რამდენიმე დღეში დიეგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ტვინის ოპერაცია გაუკეთეს.
12 ნოემბერს მარადონა გამოწერეს, ხოლო 25-ში მოულოდნელად გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

მარადონას 8 არაღიარებული შვილი ჰყავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ დილაობით ცხვრების ბღავილის გამო სახლი შეიცვალა

4 მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მოიგო