საქართველოს ეროვნულ ლიგას კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: “საბურთალომ” გერმანელი ფეხბურთელი დაიმატა.
ეროვნული ლიგის 2018 წლის ჩემპიონმა მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, სიმონ სეფერინგისი ჩამოიყვანა, რომელიც გერმანული გრანდის დატოვების შემდეგ “მიუნხენ 1860-ში”, საიდანაც განათხოვრების წესით “გარჩინგში“, ბოლოს კი აახენის “ალემანიაში” თამაშობდა.
26 წლის ფეხბურთელს “რეკორდმაისტერის” 17 (29 მატჩი, 8 გოლი) და 19-წლამდე (41 მატჩი, 10 გოლი) გუნდებში უთამაშია და ასევე უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 19-წლამდე შემადგენლობის მაისურით 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული 3 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
გერმანელმა ფეხბურთელმა “საბურთალოს” მაისურით უკვე ითამაშა და “თელავთან” ბოლო წამებზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings