in

ოლიმპიადა ვერ აპატიეს: კოკოშკოვი სერბეთიდან გაუშვეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. სერბ სპეციალისტს ოლიმპიადის მიღმა დარჩენა არ აპატიეს. მოგეხსენებათ, კალათბურთში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელი სერბეთი იყო, მარამ, მიუხედავად ამისა, სერბებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და ოლიმპიადის მიღმა დარჩნენ.

გასულ სეზონში სერბი მწვრთნელი სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” დამრიგებელიც გახლდათ, თუმცა, მისი კონტრაქტი “დალას მავერიქსმა” გამოისყიდა, სადაც იგი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.

კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3-ჯერ ათამაშა. სერბმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ევრობასკეტი 2017-ზე მიაღწია, სადაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაქუჩა თავისუფალია: ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა

ვიქტორ ჰიუგო: იცით ვინ არის და სად არის? ვინ არის და ჩოხატაურის ბახმაროს ფეხბურთელია – გურულების იუმორი თუ იმედი