in

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან: ოსლოში უძლიერესი შემადგენლობით – 4 ქართველი ტიტულის დაცვას ეცდება

2-10 ოქტომბრის ჩათვლით ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაცია ოსლოში 20 სპორტსმენით (10 ბერძნულ-რომაული და 10 თავისუფალი) გაემგზავრება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.); ბექა ლომთაძე (61 კგ.); შოთა ფარტენაძე (65 კგ.);  ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.); ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.); ნიკა კენჭაძე (79 კგ.); სანდრო ამინაშვილი (86 კგ.); ირაკლი მწითური (92 კგ.); ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.); გენო პეტრიაშვილი (125 კგ.)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.); ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.); ლერი აბულაძე (63 კგ.); რამაზ ზოიძე (67 კგ.); შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.); გელა ბოლქვაძე (77 კგ.); აივენგო რიკაძე (82 კგ.); ლაშა გობაძე (87 კგ.); გიორგი მელია (97 კგ.); იაკობ ქაჯაია (130 კგ.)

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფალავნებმა 6 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ირაკლი მწითური და იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთში ტიტულის დასაცავად: 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

რუსი ჟურნალისტები: დრეიერი კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს