in

მედვედევის პირველი დიდი სლემი: რუსმა ჯოკოვიჩი დაამარცხა

25 წლის რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ეს ნიუ-იორკში მოხდა, სადაც აშშ-ს ღია პირველობის ფინალში მან მსოფლიოს პირველ ჩოგანს, 34 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს (სერბეთი) დამაჯერებლად – 6:4, 6:4, 6:4 სძლია.

მედვედევი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და საწყის ორ სეტში მოსაგებად თითო ბრეიკი ეყო, მესამეში კი, 5:1 დაწინაურდა და მართალია, ნოვაკმა მცირე ქამბექი შემოგვთავაზა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

საბოლოო ჯამში, დანიილმა ნოვაკის მოწოდება 4-ჯერ აიღო, სერბმა კი 6-დან მხოლოდ 1 ბრეიქ-პოინტი გამოიყენა.ჩოგბურთელებმა წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც ითამაშეს და მაშინ ნოლემ 7:5, 6:2, 6:2 მოიგო, ამდენად, რუსმა სრულფასოვანი რევანში აიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ მედვედევმა აშშ-ს ღია პირველობის ფინალში 2019 წელსაც ითამაშა, თუმცა, მაშინ ესპანელ რაფაელ ნადალთან 5:7, 3:6, 7:5, 6:4, 4:6 დამარცხდა.

დღევანდელი წარუმატებლობის გამო, ჯოკოვიჩმა დაკარგა შანსი 2021 წელი კალენდარული დიდი სლემით დაესრულებინა. ნოვაკს წლეულს ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები და უიმბლდონი ჰქონდა მოგებული (სულ მის აქტივში 20 სლემ-ტურნირია), ამდენად, მიზნამდე 1 ტიტული დააკლდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფას წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ

მორის ყვითელაშვილმა იტალიურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა