ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი სარდალიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ბერძენი გეორგიოს კესიდისი, იტალიელი ჯუზეპე დე ტულიო, შემდეგ დენის ალტემიროვი, ნახევერფინალში კი მატან კოკოლაიევის დამარცხება შეძლო.
ფინალში გიორგის მოწინააღმდეგე რომან ვალადირ პიკა იყო, რომელთანაც მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა.
თენგო ზირაქიშვილმა (-66 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრა უკრაინელ სპორტსმენთან წააგო და უმედლოდ დარჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings