in

როგორი იყო ზაფხულის ტრანსფერები: ფიფამ შეაჯამა

ფიფამ გასულ ზაფხულს ტრანსფერებზე გაწეული ხარჯების მონაცემები გამოაქვეყნა.

2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით კლუბებმა 7481 საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელეს – ოდნავ ნაკლები, ვიდრე გასულ წელს (7771).

ყველა გადასვლის ხარჯმა 3.72 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 7.5%-ით ნაკლებია 2020 წლის მონაცემებზე (4.02 მლრდ). ეს სულ რაღაც 60%-ზე ოდნავ მეტია 2019 წელს დახარჯულ სარეკორდო თანხაზე (5.8 მლრდ).

ყველაზე მეტი გარიგება იმ ფეხბურთელებს შეეხოთ, რომელთა კონტრაქტები წინა კლუბთან დასრულდა (58.6%). იჯარებსა და იჯარიდან დაბრუნებაზე მოდის ყველა გარიგების 26.6%, ხოლო სრულფასოვან ტრანსფერებზე მხოლოდ 14.8%.

18-23 და 24-29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფების ფეხბურთელებზეა საერთაშორისო ტრანსფერების 84.3%, ამ ორ ჯგუფზე თითქმის თანაბარი რაოდენობის ტრანსფერებია. 35 წლის ზემოთ და 18 წლამდე ასაკის ტრანსფერებმა შესაბამისად 1%-ზე და 2%-ზე ნაკლები შეადგინა. დანარჩენი 13.8% მოდის 30-დან 35 წლამდე ასაკის ფეხბურთელებზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაფხულში გერმანელებმა ყველა მეტი იშოვეს: როგორია ფულნაშოვნთა ათეული

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია