in

ქალბატონი დედა შვილს ცოცხლად ვეღარ ნახავს: რონალდომ დედას მისი ყურება აუკრძალა

კრიშტიანო რონალდოს დედა დოლორესი პრემიერლიგაში შვილის პირველ მატჩს გამოტოვებს.
ქალბატონ დედას ცოცხლად თამაშის ყურება თავად კრიშტიანომ აუკრძალა. ის ამტკიცებს, რომ 66 წლის დოლორესი ზედმეტად ნერვიულობს, როდესაც თამაშს უშუალოდ ტრიბუნებიდან უცქერს. რონალდოსვე თქმით, დედამისს ორჯერ წაუვიდა გული, ხოლო ერთ-ერთი დაცემისას კბილები ჩაიმტვრია.

„მისთვის არ შეიძლება დიდი მატჩების ყურება. მე ვეუბნები: მისმინე, მე არ მყავს მამა და არ მინდა დედაც დავკარგო, ამიტომ აღარ უყურებ მეოთხედფინალებს, ნახევარფინალებს და ფინალებს“, – დაწერა რონალდოს სიტყვები Daily Mail-მა.

რონალდოს მატჩი-დაბრუნება 11 სექტემბერსაა, „მანჩესტერი“ შინ „ნიუკასლს“ ეთამაშება.
„ეშმაკებმა“ პორტუგალიელის დაბრუნების შესახებ 27 აგვისტოს გამოაცხადეს.

რონალდოს ინგლისში ყველაზე დიდი ხელფასი დაუნიშნეს: რამდენს იღებენ პრემიერლიგაში

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალექსანდრე ფევაძე კარიერას გრან კანარიაში გააგრძელებს

არგენტინამ იცოდა, ბრაზილიამ დააგვიანა, პრეზიდენტი ცდილობდა – ისევ ჩაშლილ ბრაზილია-არგენტინაზე