in

ფოტოშედევრი: აგვისტოს მთელი სილამაზე – გაქცეული მეტოქე და წასული მესი და რონალდო

ცხელი აგვისტო კაშკაშა ფოტოებით გავაცილოთ. ფოტოფრაფებმა ტოკიოს ოლიმპიადასა და მოგვიანებით პარალიმპიადაზე გვარიანად იმუშავეს, შემდეგ კი ევროპაში გადაინაცვლეს, სადაც საფეხბურთო სეზონი დაიწყო.

ფოტოშედევრი: ივლისის მთელი სილამაზე – ბალახი-მაყურებელი, უსიმპატიო ჩახუტება, მესის ზარი და ოლიმპიადა

ფოტოშედევრი: მაისის მთელი სილამაზე – დაბრუნება ტრიბუნებზე, პეპის კოცნა და ამოყირავებული ჩხარტიშვილი

2 აგვისტო. ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი სახეობაა, მაგრამ ჰაერში სირბილს ფოტოგრაფების დახმარებით თუ ვნახავთ.

3 აგვისტო. უჩვეულო საცქერი შუბით ტყორცნაზე.

3 აგვისტო. სინქრონისტები ესპანეთი-იაპონიის ნახევარფინალზე.

3 აგვისტო. კაილ ბლიგნაუტუ ისეთია, მარტოც მაგარი ფოტო გამოსდის.

4 აგვისტო. სუმოისტის ეს ფიგურა თითქმის ყველა ფოტოგრაფმა გადაიღო. ეს რაკურსიც კარგია.

4 აგვისტო. ასე გამოიყურება ახალი ზელანდიის გუნდის ტრაგედია დამცავი შუშის მიღმა.

4 აგვისტო. ჟენევიევ გრეგსონის თვალები და გაქცეული მეტოქე. ავსტრალიელი 3 ათას მეტრზე სირბილში ბოლო წრეზე წაიქცა და აქილევსი გაიწყვიტა.

5 აგვისტო. ათჭიდელებმა საუკეთესო ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

8 აგვისტო. იტალია. რაღაცნაირი ფაქიზი და ჰაეროვანი.

10 აგვისტო. „ნოუ კამპზე“ კაპიტალური რემონტია. მესი წავიდა და ამოსაღებია.

14 აგვისტო. კასპერ დოლბერგის გამოხედვით ევროპული სეზონი დაიწყო – „ლილი“-„ნიცა“.

22 აგვისტო. თურმე რა კარგი ყოფილა სავსე ტრიბუნების ყურება. ეს რომია.

24 აგვისტო. ეს კი ლონდონია. გულშემატკივრებთან ერთად ხარობს „ბრენტფორდის“ ფეხბურთელი ბრიან მბემო.

26 აგვისტო. ტოკიოში პარალიმპიური თამაშები დაიწყო.

28 აგვისტო. მშვილდოსანი მეტ შტუცმანი.

28 აგვისტო. მძლეოსანი სარა ანდრეს ბარიო.

28 აგვისტო. ნაპერწკლის ქაოსი NASCAR-ის სეზონის რბოლის ბოლო წრეზე.

28 აგვისტო. მესის შემდეგ კლუბი რონალდომაც შეიცვალა. „იუვეს“ ქომაგები პირველ მატჩზე კრიშტიანოს გარეშე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარდაიცვალა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: ის 39 წელი კომაში იმყოფებოდა

სიტიმ ყველაზე მეტი დახარჯა, მეორე მეორე მანჩესტერია