კიდევ ერთი დანაკლისი კოსოვოსთან მატჩში. საქართველოს ნაკრებს საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. გუშინ, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართულ მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ვარჯიშის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ლობჟანიძე დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ითამაშებს თუ არა, საბა ლობჟანიძე ამ სანაკრებო პაუზის მომდევნო შეხვედრებში ჯერჯერობით უცნობია.
არადა, საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაში იყო. მან თურქული “ჰატაისპორის” შემადგენლობაში 3 მატჩიდან 3-ვეში გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა ცხრილს ლიდერობს.
საქართველოსა და კოსოვოს მატჩი დღეს 20:00-ზე ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება და ის უმაყურებლოდ ჩაივლის.
GIPHY App Key not set. Please check settings