in ,

კიტეს ბრწყინვალე გოლი და 10 ქართველი ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე

ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმა სლოვენიურ მურას ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგო და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. კიტეიშვილმა მურას ორივე შეხვედრაში გაუტანა. ოთარმა თავი მატჩის 39-ე წუთზე გამოიჩინა და შტურმი დააწინაურა. გრაცელებმა მეორე გოლი მატჩის 66-ე წუთზე გაიტანეს და ჯგუფური ეტაპის საგზურიც გაინაღდეს.

გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა პოლონურ რაკოვს 3:0 მოუგო და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ვანჰაზენბრუკმა ჩაკვეტაძეს მხოლოდ 10 წუთი მისცა, გიორგიმ ორი მომენტი მაინც შექმნა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.


თემურ ქეცბაიამ ანორთოსისი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ანორთოსისმა ისრაელის ჰაპოელ ბეერ შევას 3:1 აჯობა და ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა. გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ნიკა კაჭარავა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო.
სლოვაკური სლოვანის რიგებში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს, თუმცა მათი გუნდი ოლიმპიაკოსთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 2:5 დამარცხდა და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.
ევროპალიგაზე 3 ქართველი ითამაშებს. ფერენცვაროშის რიგებში ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იასპარეზებენ, ხოლო გრაცის შტურმში ოთარ კიტეიშვილი ითამაშებს.
კონფერენსლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გენტი, ნიკა ნინუას პაოკ-ი, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანი, დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი, თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას ანორთოსისი ითამაშებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

მარიამ ბოლქვაძე US open-ის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა