in

დღეს საქართველო ევროპაა, ევროპა დღეს საქართველოშია – ბელგიის მოგებით დაწყება უნდა გავიმეოროთ

ევრობასკეტი იწყება: ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი კი საქართველოა და შესაბამისად ეს ევროპის ჩემპიონატი გამორჩეულია და სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოლოდინი დიდია: ემოციაც და გამარჯვების ვნებაც – ყველა ელის მოგებას და პლეი-ოფში გასვლას. გვჯერა ასეც იქნება და თან ლამაზად და ნაღდ ბრძოლაში. მარტივი მეტოქეები არ გვყავს და სხვანაირად ვერც იქნება. ურთიერთშეხვედრების ისტორიაც ჩვენს სასარგებლოდ არ არის.

ურთიერთშეხვედრები

საქართველო – ესპანეთი 1:2
საქართველო – ბულგარეთი 2:3
საქართველო – ბელგია 1:3
საქართველო – თურქეთი 0:3
საქართველო – მონტენეგრო 1:1

თუმცა, აქ ერთი პოზიტიური სტატისტიკაც გვაქვს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ისტორიული მატჩი 11 წლის წინ, სწორედ ბელგიის წინააღმდეგ გამართა. ის შეხვედრა ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, 2011 წლის 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით – 81:59 დასრულდა.
დღეს განმეორებას ველით. მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს მარტივი გასაკეთებელი არ იქნება და დიდი ალბათობით არც ამხელა სხვაობა დაჯდება ანგარიშში.

დარიო ჯერჯია (ბელგიის მთავარი მწვრთნელი):
„საქართველოს NBA-სა და ევროლიგის კალათბურთელები ჰყავს და ეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იგივე გოგა ბითაძე ავიღოთ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე ნამდვილი ვეტერანივით თამაშობს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათი პერიმეტრის მოთამაშეები რამით ჩამორჩებიან. ისინიც ათლეტურები არიან და აქტიურად თამაშობენ.
ამდენად, თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, დისციპლინა ერთი წუთითაც არ უნდა დაირღვეს.
ვფიქრობ, სავსე ტრიბუნებისთვის კარგად მოვემზადეთ. ნიშში სერბეთს მოვუგეთ და მატჩს 4.5 ათასი ქომაგი ესწრებოდა, სულ ახლახან კი, ათენში საბერძნეთს ვეთამაშეთ და დარბაზში 19 ათასზე მეტი მაყურებელი იყო. იმის თქმა მინდა, რომ საკმარისი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, ამ მომენტით უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ. ისე, კარგია, რომ ვერ გავიგებთ, თბილისი არენაზე შეკრებილი 10 ათასი ქომაგი რას იყვირებს. ეს ჩვენი უპირატესობაა“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს. წინა ევრობასკეტი ჩვენმა გუნდმა 2017 წელს ითამაშა. მას შემდეგ მწვრთნელი არ შეცვლილა, ისევ ილიას ზუროსია, აი შემადგენლობა კი ცხადია სხვაგვარია.

საქართველოს ნაკრებს კარგად აქვს დაცდილი ევრობასკეტის გახსნა: 4 სასტარტო თამაშდან 3 მოვიგეთ. ტრადიცია არ უნდა დაირღვეს.

გიორგი შერმადინი არის ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ 24-ივე შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

საქართველოში ევრობასკეტი ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით 15:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი ხსენებულ ბელგიას 21:00 საათზე ეთამაშება.

ილიას ზუროსი:
„ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მოთამაშეებს კი ჯანმრთელობას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერჯერობით უქართველებოდ: FIBA-მ ევრობასკეტის მთავარი ვარსკვლავები ჩამოწერა

თქვენ ამას ვერასდროს იმღერებთ – V ტური