საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სანაკრებო მატჩებს შესანიშნავ ფორმაში და იდეალურ განწყობაზე ხვდება.
სამხრეთ კორეის K ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ვაკოს “ულსან ჰიუნდაი” გასვლაზე “სეულს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. “ულსანის” რიგებში ორივე გატანილი გოლი 28 წლის ქართველის ანგარიშზეა. ყაზაიშვილმა გოლები 6 წუთიან მონაკვეთში-27-ე და 33-ე წუთებზე გაიტანა. “სეულისგან” ერთადერთი გოლი კი, ჩო იუნგ-ვოკმა გაიტანა.
ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.
27 ტურის შემდეგ, “ულსან ჰიუნდაის” 51 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings