in

სანდრო ალთუნაშვილი:ნაკრებში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ორმაგად ბედნიერი ვარ გამოძახებით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

მომავალი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადი დაასახელა, შემადგენლობის 26 წევრიდან, 5 დებიუტანტია, მათ შორის, 4 საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან: საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი).

ნაკრებში გამოძახების შემდეგ, სანდრო ალთუნაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ძალიან გამიხარდა. ნაკრებში მოხვედრა ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ორმაგად სასუხარულოა გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა, რადგან ნაკრებში ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.”-თქვა სანდრო ალთუნაშვილმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

5 დებიუტანტი:სანიოლმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

Exclusive:გიორგი ფანცულაია:რთული პერიოდი მქონდა-ერთი წლის წინ ნაკრებში მოხვედრაზე ვერ ვიფიქრებედი