ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა – ვერცხლი და ბრინჯაო.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჩხიკვაძე ფინალში რუს ევგენი ბაიდუსოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო. პირველ პერიოდში ორივე ფალავანმა ორ-ორი ქულა აიღო, მაგრამ ბოლო ქულები გიორგის ჰქონდა მითვლილი და წინ იყო. თუმცა, მე-2 პერიოდში ერთადერთი მომგებიანი ქულა რუსმა მოჭიდავემ მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა მამალაძემ (82 კგ.).
ამგვარად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ უფაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, რომელშიც საქართველო 9 ფალავანით მონაწილეობდა, მაგრამ 1 მედლის მოპოვებაც ვერ მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings