in

როისის შედევრი, ნაგელსმანის პირველი, ლევანდოვსკის რეკორდი, სუპერთასი კი ისევ ბაიერნისაა: ნახე გოლები

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მოიგო. მეტოქე ამჯერადაც დორტმუნდის „ბორუსია“ იყო – 3:1.

ანგარიში დორტმუნდელებმა კი გახსნეს, მაგრამ თამაშგარეს გამო მათი გოლი გაუქმდა. 41-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკი ყველაზე მაღლა ახტა და თავით გაიტანა.

გუნდები შესვენებიდან ახალი გამოსულები იყვნენ, როდესაც დორტმუნდელთა დაცვა ჩავარდა. ლევანდოვსკიმ ქუსლით მოხდენილად მიაწოდა ტომას მიულერს და მანაც ცარიელ კარში შეაგორა.

მალევე ერლინგ ჰაალანდმა გაიტანა, მაგრამ ისევ თამაშგარე. ამდენი ოფსაიდი მობეზრდა მარკო როისს და მანაც საღამოს ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა – ბრწყინვალე დარტყმა ცხრიანში.

73-ე წუთზე დაბრუნებული ინტრიგა მოსპო აკანჯიმ, რომელმაც უაზროდ დაკარგა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან და ლევანდოვსკიმაც დუბლი შეასრულა.

„ბაიერნმა“ სუპერთასი მეხუთედ მოიპოვა ბოლო 6 წელიწადში.
სულ კი „ბაიერნს“ ცხრა სუპერთასი გაუხდა, რაც ეროვნული რეკორდია. „ბორუსიამ“ ეს თასი 6-ჯერ აუღია.

მიუნხენელთა ახალმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა პირველი ტიტული მოიგო სამწვრთნელო კარიერაში.

ლევანდოვსკიმ “ბაიერნში” ზედიზედ მე-14 მატჩში გაიტანა და პირადი რეკორდი გააუმჯოიბესა. გერმანულ ფეხბურთში მარტო გერდ მიულერს აქვს უკეთესი სერია, რომელიც 1969/70 წლების სეზონში 16 მატჩისგან შედგებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავღანეთში იყო სპორტი, აწი არაფერი აღარ იქნება

ვიდეო: ჰაალანდი ღობე-ყორეს მოედო, რათა მაისური ახალგაზრდა ფანისთვის მიეცა