ცნობილი გახდა ლეო მესის პსჟ-ში კონტრაქტის დეტალები.
Le Parisien-ის მონაცემებით, არგენტინელი ფრანგული კლუბისგან 120 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს 2 წლის განმავლობაში.
პსჟ ლეოს გადაუხდის კონტრაქტზე ხელის მოწერის ბონუსს 40 მლნ ევროს ოდენობით, წლიური ხელფასი კი 41 მილიონს შეადგენს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ბონუსებიცაა აგაწერილი მიზნების მიღწევის შემთხვევაში. მაგალითად, ლეო ბონუსს მიიღებს თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ან თავად ფეხბურთელი „ოქროს ბურთს“ აიღებს.
ამრიგად, მესი გახდა პსჟ-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. მან ნეიმარს გადაასწრო, რომელიც 36.8 მლნ ევროს იღებს წელიწადში. კილიან მბაეს ხელფასი 25 მილიონს შეადგენს.
ბარსა სხვის ფეხბურთელს 39 მილიონს გადაუხდის: ეს მესის ლოიალურობის ბონუსია
ბუნებრივია ასევე გამოვიდა, რომ მესის ყველაზე დიდი ჯამაგირი აქვს საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში.
ფორვარდი 163 მლნ ევროს იშოვის პსჟ-ში თუ მხარეები კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობას გამოიყენებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings