საზაფხულო ლიგაზე მორიგი ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა ქართული კალათბურთის ტალანტმა სანდრო მამუკელაშვილმა. სანდროს “მილუოკი ბაქსი” “ბრუკლინ ნეტს” დაუპირისპირდა და 91:97 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 29 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილისთვის „ბაქსის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი იყო. მან სადებიუტო შეხვედრა „კლიპერსთან“ ჩაატარა, სადაც 11 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings