სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის ჩემპიონ “მილუოკი ბაქსში” საკმაოდ კარგი დებიუტი გამოუვიდა.
ქართველმა კალათბურთელმა საზაფხულო ლოგის პირველსავე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას და “მილუოკიში” თამაშს იმსახურებს. 22 წლის მძიმე ფორვარდმა “კლიპერსთან” შეხვედრაში, რომელიც “ბაქსმა” 81:78 მოიგო, 28:40 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო – 11 ქულა და 12 მოხსნა.
ქართველ ტალანტს 6 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 6 კი შეტევაში, 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ორჯერ ესროლა (ორჯერვე არაზუსტად) და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს აქტივშია ასევე 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მამუკელაშვილს 3 დაკარგვა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +8 გახლდათ.
GIPHY App Key not set. Please check settings