ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი EPCR Challenge Cup-ის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე გამოარჩიეს. ქართველი ტალანტი სიმბოლურში ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც: ოუენ ფარელი, ებენ ეტზებეტი, მარო იტოჯი, ვინსენტ კოხი და სხვა ვარსკვლავები არიან.
გასულ სეზონში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა.
