ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მონაწილეობას მიიღებს “ბარსელონასთან” წინააღმდეგ შეხვედრაში ჟოან გასპარის თასზე.
36 წლის პორტუგალიელი გუნდთან ერთად რამდენიმე დღეა ვარჯიშობს და ითამაშებს ყოველწლიურ წინასასეზონო ტურნირზე, რომელიც ბარსელონაში ტარდება.
დიდი ალბათობით, რონალდო მოედანზე სრულ 90 წუთს არ გაატარებს, რადგან ჯერ ისევ შესასვლელია ფორმაში.
“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings