ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა ძალიან წარუმატებლად იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ის ბედს სამხტომში ცდიდა.
ღულელაურს სხვების მსგავსად 3 ცდა ჰქონდა, თუმცა, შედეგიანი ნახტომი ვერცერთხელ დააფიქსირა (ბოლო ცდა მცირე ტრავმის გამო არც შეუსრულებია) და ცხადია, აუტსაიდერებში აღმოჩნდა. ლაშა A ჯგუფში ირიცხებოდა და იმ სამ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელთაც წარმატებული ნახტომის შესრულება ვერ შეძლეს.
საინტერესოა, რომ ფინალში გასასვლელად 17.05 მეტრზე გადახტომა იყო საჭირო, ღულელაურის საუკეთესო შედეგი კი 17.16 მეტრია. ამ შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ის არათუ A ჯგუფს მოიგებდა, არამედ, კვალიფიკაციის მონაწილე 32 სამხტომელს შორის მე-2 ადგილზე გავიდოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings