პირველი ტრანსგენდერი ქალი ოლიმპიურ თამაშებზე. 43 წლის ახალზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი, ვინც 2013 წლამდე გევინ ჰაბარდი გახლდათ, დღეს ტოკიოს ფიცარნაგზე გავიდა, მაგრამ როგორც გავიდა, ისე გამოვიდა – წონა ვერ დააფიქსირა. ატაცში პირველ ცდაზე 120 კილოგრამი ვერ დაძლია, შემდეგ 125-ს ვერ მოერია (ორჯერ) და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მისი, როგორც ტრანსგენდერი ქალის, ოლიმპიადაზე დაშვების გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ბევრმა გააკრიტიკა. მიიჩნევდნენ, რომ სპორტსმენს, რომელიც 2012 წლამდე ვაჟთა ტურნირებში ასპარეზობდა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. სოკ-ს გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტსმენებმა კი არა, ძალოსნობის ფედერაციებმაც დაუწუნეს.
ქალ ძალოსანთა ყველაზე მძიმე წონითი კატეგორია კი (+87კგ) ჩინელმა ლიმ საოცარი შედეგით მოიგო. ორჭიდში 320 კილოგრამს მოერია და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.
GIPHY App Key not set. Please check settings