in

ინდონეზიური ტრაგედიის არგენტინული გაგრძელება – ბოკასა და ხიმნასია ლა პლატას მატჩი ტრაგედიით დასრულდა.

არგენტინის “ლიგა პროფესიონალის” 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც “ხიმნასია ლა პლატასა” და “ბოკა ხუნიორსის” დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, თავიდანვე უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული.

არგენტინელი გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთისადმი უცხო არავისთვისაა და ფართო განხილვას არ საჭიროებს. რთულია არ გიყვარდეს, არ სუნთქავდე და არ ცხოვრობდე სპორტის იმ სახეობისთვის, რომელშიც სხვადასხვა დროს, ისეთმა ლეგენდებმა იასპარეზეს, როგორიცაა: დიეგო არმანდო მარადონაალფრედო დი სტეფანომარიო კემპესიდანიელ პასარელაგაბრიელ ბატისტუტალეო მესი

ლეგენდების ჩამოთვლა, რომელთაც არგენტინულ და მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვეს უსასრულოდ შეიძლება. ამას დავუმატოთ არგენტინელთა სამხრეთული ტემპერამენტი და ხშირად საფეხბურთო მატჩი გულშემატკივრებს შორის გამართული ხელჩართული ჩხუბით, პოლიციასთან დაპირისპირებითა და ტრაგედიით სრულდება.

გამონაკლისი არც “ხიმნასია ლა პლატასა” და “ბოკა ხუნიორსს” შორის გამართული მატჩი გახდა, რომელიც მე-10 წუთზე შეწყდა.

როგორც უკვე გითხარით, მატჩი თავიდანვე უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული და საფეხბურთო დღესასწაულზე დასწრება უამრავ გულშემატკივარს სურდა, თუმცა, სტადიონის ტევადოვა შეუზღუდავი არაა. გადაჭედილი ტრიბუნების მიუხედავად, “ხიმნასია ლა პლატას” გულშემატკივრებმა, რომელთაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინეს, სტადიონზე შეჭრა სცადეს.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკების შედეგად, “ხიმნასია ლა პლატას” 1 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრის ტრაგიკული სიკვდილის გამო, “ბოკა ხუნიორსმა” ოფიციალური სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი და კვეკვესკირი ცვლილებიდან შევიდნენ, კიტეიშვილმა ნახევარი საათი ითამაშა – ქართული მონაგარი ევროპა&კონფერენს ლიგაზე

მარგველაშვილი მარუიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს