in

მოსაგები მოვიგეთ: საქართველომ სლოვაკეთი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა

ხორვატულ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. დღეს ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ბოლო მატჩი უშუალო კონკურენტ სლოვაკეთს მოუგო – 16:11 (5:1 4:3 4:3 3:4).

საქართველო 8 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებს, რაც ჩვენთვის ისტორიული შედეგია.

საქართველოს ნაკრებში გოლები გაიტანეს: დუშან ვასიჩი (4), ბორის ვაპენსკი (3), ფაბიო ბარალდი (2), იოვან სარიჩი (2), ხვიჩა ჯახაია, საბა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, რეზი იმნაიშვილი, ნიკა შუშიაშვილი.

მეოთხედფინალის საგზურისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანებისა და რუმინეთის მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელიც დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენი სა-ხელია სან-დრო მამუ-კელა-შვი-ლი… მამუკელაშვილმა ინგლისელი კომენტატორი ორჯერ გააგიჟა და ქართულად აალაპარაკა – ვიდეო

ხეირი ტრანსფერებიდან: აიაქსმა ზაფხულში ყველაე კარგად ივაჭრა